Saturday, March 17, 2012

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება: დავიცვათ გარემო; გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა

მთავარი იდეა: რამდენად აქტუალურად მიაჩნიათ მოსწავლეებს აღნიშნული თემა

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციის მოძიებას და გამოყოფას;ჯგუფურ მუშაობას;დისკუსიაში მონაწილეობას;იძენენ პრეზენტაციის უნარს

 პროექტის მიზნები: თანამშრომლობის და კვლევითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. დასახული პრობლემის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება.ტერმინოლოგიის გამოყენება დისკუსიაში.პრეზენტაციის უნარის გამოყენება და საკუთარი მოსაზრებების დაცვა.ინტერაქციაში აქტიური მონაწილეობის უნარის გამომუშავება

მონაწილეთა ასაკი: 11–12 წლის მოსწავლეები

ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის მოძიება. პრეზენტაციის უნარის გამოყენება და საკუთარი მოსაზრებების დაცვა.ინტერაქციაში აქტიური მონაწილეობის უნარის გამომუშავება

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსი: პრეზენტაცია,პროექტორი,სლაიდ-შოუ,კომპიუტერი,დაფა,ცარცი

პროექტის მსვლელობა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად.მოსწავლეებს ეძლევათ ორი კვირა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მოიძიონ ინფორმაცია,ფოტოები,საინტერესო ფაქტები. მოამზადონ პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით. ორი კვირის შემდეგ ხდება თითოეული ჯგუფის პრეზენტატორების მიერ სლაიდ-შოუს გამოყენებით ჯგუფური პროექტების პრეზენტაცია. დისკუსიის მოწყობა თემაზე: წარმოდგენილი პრობლემებიდან რომელია უფრო პრიორიტეტული და რატომ.მასწავლებელი დამკვირვებლის როლში აკვირდება მოსწავლეებს თუ რომელი მოსწავლე რამდენადაა ჩართული ინტერაქციაში.

 საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: უცხ.დ.VI.5. უცხ.დ.VI.6. უცხ.დ.VI.7უცხ.დ.VI.10უცხ.დ.VI.13. უცხ.დVI.14. უცხ.დ.VI.15. უცხ.დ.VI.21. უცხ.დ.VI.20.

 პროექტის ხელმძღვანელი: ქეთი აბაზაძე

 ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: qetiiabazadze@gmail.com

 პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://qetiiabazadze.blogspot.com/


შეფასების რუბრიკა:

შეფასების კრიტერიუმები
1-3
4-5
6-7
8-10

ვერ მოიპოვა ვერანაირი ინფორმაცია.არ იღებს მონაწილეობას ინტერაქციაში
მოპოვებული ინფორმაცია არ შეესაბამება დავალებას ან მოპოვებული ინფორმაცია მცდარია.არ ჰყოფნის ცოდნა ინტერაქციაში მონაწილეობისთვის
ნაწილობრივ აკმაყოფილებს დავალებას. ნაწილობრივ იღებს მონაწილეობას დისკუსიაში.
სრულას შეესაამება დავალებას.აქტიურად იღებს მონაწილეობას ინტერაქციაში  

No comments:

Post a Comment